პოლიციელის დაჭრა

შსს: პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის თქმით, ზუგდიდში, პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება.

პოლიციელებს ასევე ჩვენებას აძლევს ის პირი, ვის გაუპატიურებასაც, არსებული ინფორმაციით,  პატრულის თანამშრომელი ცდილობდა. საქმე აღიძრა გაუპატიურების მცდელობაზეც.

ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გოგა ანჩაბაძე დღეს დაჭრილი იპოვეს. შემთხვევა ზუგდიდში, კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

დაჭრილი პოლიციელი ზუგდიდის საავადმყოფოში იმყოფება.

კომენტარები