სტიქია ფილიპინებზე

ტაიფუნმა ფილიპინებზე 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

nst.com

ტაიფუნ "ჰაიანის" შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა ფილიპინებზე 100-ს გადააჭარბა. სტიქიამ ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებს გადაუარა და ქალაქი ტაკლობანი მთლიანად გაანადგურა. ქალაქში 200 000 ადამიანი ცხოვრობდა.

დაზარალებულ რეგიონებში ქარის სიჩქარე საათში 320 კმ-ს აღწევდა. სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში ფილიპინებს დახმარება უკვე შესთავაზეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა.  ტაიფუნი ვიეტნამის მიმართულებით მოძრაობს, რის გამოც, სანაპირო რაიონებიდან, 100 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს.

კომენტარები