FORBES საქართველოზე

FORBES: ივანიშვილის პოსტიდან წასვლა უპასუხისმგებლობა და დილეტანტიზმია

გამოცემა FORBES-ის ვებგვერდზე მიმომხილველმა მელიკ კაილანიმ ვრცელ სტატიას გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და ავტორი ყურადღებას დასავლეთის მიერ საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობაზე ამახვილებს.  

”რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რა ხდება  საქართველოში  და მის გარშემო? პასუხი: თუ დასავლეთს არ შეუძლია დაეხმაროს თავის ახალბედა მოკავშირეს და  განახორციელოს მისი ოცნება ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანების შესახებ, ისიც არ შეუძლია, რომ რუსეთის ჰეგემონისგან დაიცვას, მაშინ რა გვინდა ახლო აღმოსავლეთში ან სხვაგან? თუ ჩვენ არ შეგვიძლია საქართველოს დავეხმაროთ, რაღა დარჩა ცივ ომში დასავლეთის გამარჯვებისგან?” - წერს მელიკ კაილანი.

FORBES-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოლო წინასაარჩევნო კამპანიაში იყო დაშინებისა და მუქარის ნიშნები ოპოზიციის მიმართ. გასულ წელს კი ივანიშვილის მომხრეებმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ციხეში წამების ვიდეოჩანაწერების წყალობთ მოიპოვეს, რომლებშიც, როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის მოძულე ოლიგარქმა თანხა გადაიხადა.

კაილანი აღნიშნავს, რომ ივანიშვილს კრემლის მარიონეტობაში ადანაშაულებდნენ. და მართლაც საეჭვოა, როგორც შეძლო ივანიშვილმა რუსეთში საკუთარი აქტივების ასე სწრაფად და ადვილად რეალიზაცია კრემლის მხრიდან მწვანე შუქის გარეშე? რამაც საშუალება მისცა, სარჩევნო კამპანიისთვის თანხების მობილიზება მოეხდინა - წერია სტატიაში.

ავტორს საეჭვოდ ეჩვენება ივანიშვილის სურვილი, მას შემდეგ რაც კრემლის პირველი მტერი დაამარცხა, თანამდებობა დატოვოს და პოლიტიკიდან წავიდეს.

”როგორ მოხდა, რომ არცერთი კომენტატორი დასავლეთში ყურადღებას არ ამახვილებს ასეთი ქცევის უპასუხისმგებლობასა და დილეტანტიზმზე - სად არის მისი პატრიოტული ზრუნვა ქვეყნის კეთილდღეობაზე? სად არის საქმის ერთგულება და თავდადება? ამის ნაცვლად ივანიშვილმა პრემიერად დანიშნა ადამიანი, რომელიც მისი ხელოვნების ნიმუშების კოლექციაზე ზრუნავდა და საქველმოქმედო ფონდებს ხელმძღვანელობდა. ამბობენ, რომ ივანიშვილს კულისებიდან მართვა სურს, რათა პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს”, - აღნიშნავს კაილანი.

სტატიაში ნათქვამია, რომ ახლანდელი ხელსუფლების წევრები სააკაშვილის მთავრობას ძალადობაში ადანაშაულებდნენ და იმის მოლოდინი შეიქმნა, რომ ივანიშვილის მთავრობა სხვა მეთოდებით იმოქმედებდა. მაგრამ, ხელისუფლება სააკაშვილის მომხრეების დევნას ახორციელებს, განსაკუთრებით მუნიციპალურ დონეზე. გაიზარდა კრიმინალი. ამავე დროს, ეკონომიკური ზრდა 8 პროცენტიდან პროცენტ-ნახევრამდე შემცირდა. ამ ფონზე კი, აღნიშნავს ავტორი, დასავლური მედია ხშირად ისევ სააკაშვილს აკრიტიკებს - დასავლეთისადმი ყველაზე ლოიალურ პოლიტიკოსს ბოლო წლების განმავლობაში, რომელმაც, ავტორის მტკიცებით, შეძლო კორუფციის დამარცხება, არშემდგარი ქვეყნის ფუნქციურ სახელმწიფოდ ქცევა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.

 

 

 

კომენტარები