ახალაიას შეწყალება

ხმალაძე: პრეზიდენტი შეწყალების უფლებამოსილებას პოლიტიკური მოტივაციით იყენებს

ვახტანგ ხმალაძის Facebook გვერდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, პრეზიდენტმა ბაჩო ახალაიას შეწყალების გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ”ის პატიმართა შეწყალების უფლებამოსილებას პოლიტიკური მოტივაციით იყენებს”. მისი თქმით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ისეთი მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირები ჰყავს შეწყალებული, როგორიც არის მკვლელობა და ნარკოტიკების რეალიზაცია. ხმალაძის თქმით, სააკაშვილმა შეწყალების უფლება გამოიყენა ისეთი მუხლებით მსჯავრდებულ პირებზე, რომლებზეც თავის დროზე პარლამენტმა ამნისტია არ გაავრცელა.

"გასაგებია, რომ ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტმა შეწყალება პოლიტიკური მოტივაციით გამოიყენა, რაც პრინციპულად არასწორი ნაბიჯია. შეწყალება თავისი არსით ჰუმანური აქტია და არ შეიძლება ის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენებოდეს", - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

კომენტარები