საქართველო-ისრაელი

მარგველაშვილი ისრაელის პრემიერს ტელეფონით ესაუბრა

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ­მი­ნის­ტ­რი ბი­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­ა­ჰუ

საქართველოს არჩეულ პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერმინისტრს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა . როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსი ქართული ოცნებაზე დაყრდნობით იუწყება, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

სატელეფონო საუბრისას აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა სახელმწიფო დონეზე კიდევ უფრო გაღრმავდება. მარგველაშვილმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-ისრაელს შორის ტურიზმის, ვაჭრობისა და ბიზნესის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს.

საუბრის დასასრულს მარგველაშვილმა ნეთანიაჰუსგან ისრაელში მიწვევა მიიღო, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა და მზაობა გამოთქვა აღნიშნული ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგეს.

კომენტარები