ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძემ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობის წერილი მისწერა

ნინო ბურჯანაძე
primerinfo.com

პრეზიდენტობის კანდიდატმა და დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს თავმდჯდომარე ნინო ბურჯანაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობის წერილი გაუგზავნა. ინტერნეტით გავრცელებულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონო მინისტრო, წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები, მართლაც გამორჩეული იყო წინა წლებში ჩატარებული კამპანიისგან. განსაკუთრებით ხაზგასასმელია თქვენდამი რწმუნებული სამინისტროსა და ზოგადად ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების ჩაურევლობა რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ. 


განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო თბილისის საპატრულო პოლიციის მუშაობა ამა წლის 23 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩვენი მრავალრიცხოვანი მხარდამჭერების შეკრების დროს, რამაც უზრუნველყო აღნიშნული ღონისძიების უსაფრთხო და მაღალორგანიზებულ დონეზე ჩატარება. 


ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასე გაგრძელდება მომავალშიც. გთხოვთ თქვენს ხელთ არსებული საშუალებით მადლობა გადაუხადოთ თითოეულ რიგით თანამშრომელსა თუ ოფიცერს, რომელიც ემსახურება და მომავალშიც მოემსახურება კანონს".

კომენტარები