ვანო მერაბიშვილის საქმე

ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, იმერეთის რომელიმე საპატიმროში გადაიყვანონ

www.ipn.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, იმერეთში მდებარე საპატიმროში გადაიყვანონ. დღევანდელ პროცესზე ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ ის კვირაში ორჯერ თბილისიდან ქუთაისში ჩასვლას და სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს. საპასუხოდ კი, ბრალდების მხარემ მერაბიშვილს ქუთაისის ციხეში განთავსება შესთავაზა იმ დღეების განმავლობაში, როდესაც პროცესი კვირაში რამდენჯერმე იქნება ჩანიშნული.

დღევანდელ პროცესზე დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით სოციალური სააგენტოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის რვა თანამშრომელი დაკითხეს.  შემდეგი განხილვა ამ საქმესთან დაკავშირებით 30 ოქტომბერს გაიმართება.

სასამართლო ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს დასაქმების პროგრამის კანონდარღვევით განხორციელებას ედავება. საქმეზე ბრალდებას სულ 4 ათასამდე მოწმე ჰყავს დასაკითხი, რასაც დაცვის მხარის წარმომადგენლები აბსურდად მიიჩნევენ. წინა სხდომაზე, ბრალდებულის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მოწმეებს წინასწარ მომზადებული პასუხები ე.წ შპარგალკებზე ჰქონდათ დაწერილი.

კომენტარები