ბილდტის განცხადება საქართველოზე

ბილდტი: მოერიდეთ შურისძიების პოლიტიკას, მიიღეთ უკრაინა, როგორც გაფრთხილება

საქართველოსთვის გზავნილი მკაფიოა: პატივი ეცით კანონის უზენაესობას და მოერიდეთ შურისძიების პოლიტიკას. მიიღეთ უკრაინა, როგორც გაფრთხილება - წერს კარლ ბილდტი სოციალურ ქსელ Tweeter-ში.

ბილდტი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს ევროპის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში შეხვდა. კარლ ბილდტმა უკრაინის მაგალითზე დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზეც ისაუბრა. მან ჟურნალისტებს უკრაინის ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს დაჭერასა და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან კავშირი შეახსენა.

”თქვენ იცით, რაც მოხდა უკრაინის შემთხვევაში. მათ ასოციაციის ხელშეკრულების ხელმოწერისთვის მოლაპარაკებები დიდი ხნის წინ დაასრულეს. თუმცა, იულია ტიმოშენკოს და კიდევ 7 სხვა პირის დაპატიმრების  ფაქტმა ჩვენ გვაიძულა მათი ევროინტეგრაციის მოლაპარაკებები დროებით შეგვეწყვიტა. ახლაც კი, ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, გაურკვეველია განვაახლებთ თუ არა ამ მოლაპარაკებებს. მიუხედავად იმისა რომ ეს 7 პატიმარი გაათავისუფლეს, ტიმოშენკოს პატიმრობაში დატოვებამ, ევროპას კითხვები გაუჩინა უკრაინის სასამართლო სისტემასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. ამ მაგალითით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი საკმაოდ რთულია და საზოგადოების მოდერნიზაციასა და დემოკრატიზებას მოითხოვს. მაგრამ, აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ სარგებელი, რასაც ამ მხრივ თითოეული თქვენგანი და საქართველო მიიღებს, საკმაოდ მაღალია” - განაცხადა ბილდტმა.  

 

კომენტარები