საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები

ლევან ყიფიანი საქართველოს ხელბურთის ნაკრების წევრებს შეხვდა

msy.gov.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, მინისტრი ხელბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის საქართველოს ნაკრების მზადება განიხილეს.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 26 ოქტომბერს უკრაინაში გაემგზავრება და მასპინძელთა ნაკრებთან 27 და 28 ოქტომბერს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. 29 ოქტომბერს გუნდი ვილნიუსში ჩაფრინდება, მეორე დღეს კი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ლიტვის ნაკრებს დაუპირისპირდება.

"სრული შემადგენლობის შეკრება ჯერ ვერ მოვახერხეთ, ამიტომ ხელბურთელებს შეთამაშება აკლიათ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უმაღლესი მიზნებისთვის ვიზრუნებთ. ლიტვისა და ფინეთის ნაკრებები ძლიერი გუნდებია, მაგრამ მათი დამარცხება საქართველოს ნაკრებს ნამდვილად შეუძლია," - განაცხადა საქართველოს ხელბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯორჯ რასიჩმა.

 

კომენტარები