რელიგიური ორგანიზაციები

საქართველოში, რელიგიური ორგანიზაციები ბუნებრივ აირს ერთი წლით უფასოდ მიიღებენ

საქართველოში არსებულ ყველა კონფესიის ობიექტს ნავთობკომპანია სოკარი  ერთი წლის განმავლობაში, უფასო ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს. შესაბამისი შეთანხმება დღეს საქართველოს საპატრიარქოში გაფორმდა. მემორანდუმს ხელი პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა და სოკარის პრეზიდენტმა როვნაგ აბდუალევმა მოაწერეს. 

შეხვედრაზე ენერგეტიკის მინისტრიც იმყოფებოდა. კახა კალაძის განცხადებით, 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 1 ნოემბრამდე, საქართველოში არსებულ ყველა კონფესიის ობიექტი ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს. როვნაგ აბდუალევის თქმით კი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა სოკარს მიმართა რელიგიური ორგანიზაციებისათვის ბუნებრივი აირი შეღავათიან ფასებში მიეწოდებინა. აბდულაევის განმარტებით, "აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, საქართველოში რელიგიური ორგანიზაციებს ბუნებრივ აირს უფასოდ მიაწოდებენ, მათ შორის სომხურ ეკლესიას".  

კომენტარები