პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: პოსტს თითქმის ყველა მინისტრი შეინარჩუნებს

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მისი "საზოგადოებაში გადასვლის" შემდეგ, მთავრობაში ცვლილებებს არ ელოდება. როგორც ივანიშვილმა დღეს, ბეჭდური მედიის და რადიოების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე თქვა, პოსტს "თითქმის ყველა მინისტრი შეინარჩუნებს". 

"ახალ მთავრობაში ყველა მინისტრი იქნება თითქმის. მაქსიმუმ ერთი ცვლილება მივიღოთ. მაგრამ მე იმასაც არ ველოდები. ჩემი აზრით, ყველა მინისტრი შეინარჩუნებს ადგილს", - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები