საქართველოს პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: მოუწევს კიდევ პასუხისგება რამდენიმეს

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

პრემიერმა ივანიშვილმა მოამბესთან ინტერვიუში ე.წ სამართლიანობის აღდგენაზეც ისაუბრა. ივანიშვილის თქმით, გამოძიებები მალე უნდა დასრულდეს, თუმცა მისი თქმით ”მოუწევს კიდევ პასუხისგება რამდენიმეს”

”სამართლიანობის აღდგენას რაც შეეხება, ეს პროცესები გრძელდება, მე რამდენადაც ვიცი უამრავი საქმეა პროკურატურაში ჯერ კიდევ გამოძიებაში, შენელებულად მაგრამ პროფესიონალურად მიმდინარეობს ეს რამეთუ არჩევნების პროცესში არ შეიძლებოდა, პროცესისთვის ხელის შეშლა... მაგრამ უფრო კვალიფიციური გამოძიება იქნება პროკურატურაში და ეს გამოძიების პროცესებიც რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, და ესეც არ გვინდა ჩვენ რომ მუდამ უკან ვიყურებოდეთ და ვინ დავსაჯოთ და როგორ დავსაჯოთ. ჩვენ მთელი გუნდი, მთელი ქვეყანა ერთ მუჭად უნდა შევიკრათ და ვიყუროთ წინ, როგორ განვითარდეს მთელი ქვეყანა.

თუმცა ის განცდა და აგრესია რაც ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოებაში, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს, აუცილებლად უნდა დაბალანსდეს და დაბალანსდება კიდეც, მოუწევს კიდევ პასუხისგება რამდენიმეს, მე არ ვიცი რამდენს მაგრამ მე როგორც ვიცი გამოძიების პროცესი მიმდინარეობს და კითხვები რაც არსებობდა ჩვენს ქვეყანაში მასზე რეაგირება ხდება და განცხადებებზე რეაგირება ხდება პროკურატურაში და თქვენ გახდებით მოწმე ამის, ვინ და როგორ, პრინციპში. თუმცა ჩემი სურვილია რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს და რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს, რადგან ჩვენ ბევრი აღმშენებლობაზე ვიფიქროთ და არა ვიღაცების დასჯაზე”. - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები