ბაჩო ახალიას საქმე

მაზმანიანი: პროკურორის ქმედება საქმის მიზანმიმართული გაწელვაა

www.itv.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია პატრიოტების თავმჯდომარე, გიორგი მაზმანიანი ბაჩო ახალაიას მიმდინარე პროცესს ცირკს ადარებს და ამბობს, რომ "მშობლები მალე შვილებს ცირკის ნაცვლად, სასამართლოში წაიყვანენ და მოსამართლეების ჯამბაზობას აჩვენებენ". მისი თქმით, ბრალმდებლის ბოლო აცილება, ძალიან კომიკური იყო, რადგან მან ერთი თვის წინ მოსამართლისგან ვადა ითხოვა.

"როგოც ჩანს მან აქამდე არ იცოდა, რომ ისიც და ანი ნადარეიშვილიც აფხაზეთიდან იყვნენ, მან ალბათ არც ის იცოდა, რომ მას და რომეო საჯაიას ერთად ფოტოები ჰქონდათ გადაღებული და რომ ის გიორგი ონიანს იცნობს. ეს ყველაფერი, ქალბატონმა პროკურორმა ალბათ ამ ერთი თვის განმავლობაში აღმოაჩინა ეს, როდესაც მას დასკვნითი სიტყვით წარდგენის დრო მოუვიდა, რაც ძალიან სასაცილოა," - ამბობს მაზმანიანი. 

მისივე თქმით, პროკურორის ქმედება საქმის მიზანმიმართული გაწელვაა, რაც ყოვლად მიუღებელია.

კომენტარები