სოჭის ოლიმპიადა

ყიფიანი: რუსეთის პროვოკაციას ჩვენ მშვიდობიანი პასუხი უნდა გავცეთ

ლევან ყიფიანი
msy.gov.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი რუსეთის მხრიდან სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ აგვისტოს ომის ე.წ. გმირის ივან ნეჩაევის დასახელებას, პროვოკაციას უწოდებს. თუმცა, ის თვლის, რომ ქართულმა მხარემ მშვიდობიანი პასუხი უნდა გასცეს.

”ცალსახაა, რომ ეს იყო პროვოკაცია, მაგრამ პროვოკაციას ჩვენ მშვიდობიანი პასუხი უნდა გავცეთ. რეაგირება იყო შესაბამისი, ოლიმპიურმა კომიტეტისა და საქართველოს მთავრობის განცხადებებმა გაიჟღერა.  ჩვენ პროვოკაციაზე არ ავყვებით. უბრალოდ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მშვიდობიანი სვლა ოლიმპიადისკენ . ვფიქრობ,დასახულ მიზანს მივაღწევთ. ” - ამბობს ყიფიანი.

კომენტარები