საქართველოს ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს პრემიერმინისტრობის სამი კანდიდატი ჰყავს შერჩეული. თუმცა, მისი თქმით, გუნდში შესაძლო კანდიდატების საკითხზე განხილვა ჯერ არ ყოფილა.
"როგორც პრემიერმა განაცხადა, არის სამი პიროვნება ვისზეც ის ფიქრობს, თუმცა, მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. გუნდში განხილვა არ ყოფილა ამ თემაზე. უახლოეს მომავალში კანდიდატურა გუნდურად იქნება დასახელებული. მთავარი ის არის, რომ ვინც იქნება, ღირსეული პიროვნება იქნება და უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება ამის შესახებ", - თქვა კალაძემ.





