ზურა ადეიშვილი ნიჭიერი კაცი იყო, რომელმაც დიდი ბოროტება ჩაიდინა. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ მაესტროს ეთერში პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ ექსპერტებთან გამოთქმულ მოსაზრებაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ვერ გაუგეს. "ნიჭიერება არ ნიშნავს, რომ ადეიშვილი დამნაშავე არ არის", - აღნიშნა საგანელიძემ. მან ადეიშვილი სტალინს და ჰიტლერს შეადარა და განაცხადა, რომ ისინიც ნიჭიერები იყვნენ და მათ მსგავსად, ადეიშვილიც ბოროტებას თესდა. "ძალიან მოუვა ახლა ადეიშვილს. ვადარებ ისეთ ვიღაცებს", - აღნიშნა საგანელიძემ. მისი თქმით, ადეიშვილი არ შეიძლება ჩავთვალოთ მხოლოდ სისტემის ნაწილად, ის სისტემის შემქმნელი იყო და ამდენად - დამნაშავეც. დავით საგანელიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილიც ძალიან ნიჭიერი იყო, რადგან "მთელ მსოფლიოზე ჰქონდა გავლენა, მთელი მსოფლიო მოატყუა, ომი წააგო, მაგრამ რუსთაველზე იზეიმა და ევროპელ ლიდერებს სულ ტაში აკვრევინა".
ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტებთან
საგანელიძე: ადეიშვილი და სააკაშვილი ნიჭიერები, მაგრამ ბოროტები არიან

დავით საგანელიძე
primerinfo.ge
tbl.ge/2l8
დაკოპირდა
დავით საგანელიძემაესტროზურაბ ადეიშვილიბიძინა ივანიშვილისტალინიბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტებთანადოლფ ჰიტლერი
ამავე თემაზე
- გიგი უგულავა პრემიერს: ერთად გავისეირნოთ "დანგრეულ პლეხანოვზე"
- გოკა გაბაშვილი: დღევანდელი შეხვედრა საქმის გარჩევას უფრო ჰგავდა
- პრემიერი: თუ ვინმე კოალიციას დატოვებს, პოლიტიკურად თავად დაზარალდება
- პრემიერი: მიწების უცხოელებზე გასხვისების შესახებ მორატორიუმი აღარ გაგრძელდება
- პრემიერი: დიცსა და დვანში რაც ხდება, ნაციონალების მემკვიდრეობაა