ეკონომიკის სამინისტრო

სოჭის საინვესტიციო ფორუმში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს

სოჭის საინვესტიციო ფორუმში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროში რუსული გამოცემის yuga.ru–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადეს.

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისი და ცხინვალი სოჭის საინვეტიციო ფორუმში მონაწილეობას თანაბარი სტატუსებით მიიღებდნენ. გამოცემა წერს, რომ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობაზე საქართველოსთან ერთად განაცხადი უკვე წარადგინეს 37 ქვეყნის წარმომადგენლებმა. მათ შორის, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, აშშ-დან, თურქეთიდან და სხვა. yuga.ru–ს ცნობით, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს რანგშია მიწვეული.

ეკონომიკის სამინიტროში აცხადებენ, რომ სოჭის საინვესტიციო ფორუმზე საქართველო დარეგისტრირებული არ არის. 

კომენტარები