სოჭის ოლიმპიადა

აბაშიძე: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სოჭის ოლიმპიადაზე არ იქნებიან

Zurab Abashidze
Tabula

ჩვენ გვაქვს მყარი გარანტიები იმისა, რომ არც აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთი სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ამის შესახებ პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აბაშიძის თქმით, თავად რუსული მხარის პოზიციაც ასეთია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები არ უნდა მონაწილეობდნენ.

"სხვათა შორის ამის შესახებ ბატონმა ანქვაბმაც განაცხადა. ყოველ შემთხვევაში, არცერთ ვებგვერდზე ოლიმპიური კომიტეტისა, აფხაზეთი და ოსეთი დამოუკიდებელ მონაწილეებად არ ფიგურირებენ. ეს ვერც მოხდება, ამას თეორიულადაც ვერ დავუშვებთ. ამის თაობაზე, ჩვენი რუსი კოლეგებისგანაც მოგვისმენია", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები