ნაღმი მაესტროში

მაესტროში მორიგი ანონიმური ზარის ავტორიც არასრულწლოვანია

ტელეკომპანია მაესტროში მორიგი ანონიმური ზარის ავტორი არასრულწლოვანია და მისი დაკითხვა მშობლების თანდასწრებით მიმდინარეობს", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ტელეკომპანიაში გამნაღმველებმა მუშაობა უკვე დაასრულეს და ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება ამჯერადაც ცრუ აღმოჩნდა. მაესტროში ბომბის არსებობის შესახებ 112-ში შეტყობინება დღეს უკვე მეორედ შევიდა. დღის განმავლობაში გამნაღმველების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შენობაში ბომბი არ აღმოჩნდა. ზარის ავტორი პირველ ჯერზეც არასრულწლოვანი იყო. 

კომენტარები