სირიის კონფლიქტი

ობამა სირიაში სამხედრო ინტერვენციის შესახებ კონგრესთან იმსჯელებს

reuters.com

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში სირიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში სამხედრო ინტერვენცია უნდა განახორციელოს. თუმცა, მანამდე ამ საკითხზე კონგრესთან მსჯელობას აპირებს. კონგრესი 9 სექტემბერს გაიხსნება.

ობამა არ გამორიცხავს, რომ სამხედრო ინტერვენცია ხვალ ან მომავალ კვირას დაიწყოს. როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, მას აქვს კონსტიტუციური უფლება კონგრესის მხარდაჭერის გარეშე სამხედრო ოპერაცია განახორციელოს.

ობამას თქმით, სირიის ხელისუფლებამ 21 აგვისტოს დამასკოში ქიმიური იარაღი გამოიყენა, რამაც 1429 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მან ასევე თქვა, რომ ოპერაცია შესაძლოა ხანმოკლე იყოს, თუმცა მომავალ ქიმიურ თავდასხმებს შეაჩერებს.

"დამასკოში მომხდარი მოვლენების შესახებ ჩვენ არ შეგვიძლია თვალები დავიბრმავოთ“ - აღნიშნა ობამამ.

სირიის ხელისუფლება უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას და მომხდარში აჯანყებულებს ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურმა, სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, მოპოვებული ფაქტები გაავრცელა.

 

კომენტარები