რადიოსთვის ЭХО Москвы მიცემულ ინტერვიუში, მოსკოვის მეორბის კანდიდატმა ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ მერად არჩევის შემთხვევაში ის დედაქალაქში გეი-აღლუმის გამართვას ხელს არ შეუშლის. ნავალნის განცხადებით მერის პოსტზე მისი მთავარი მისია ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა იქნება, კონსტიტუციაში კი წერია, რომ ხალხს თავისუფლად შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლება აქვთ. მისი თქმით მთავარია ასეთ შეკრებებზე შიშველმა არავინ ირბინოს და დაპირისპირებას არ ჰქონდეს ადგილი.
ალექსეი ნავალნიმ ასევე აღნიშნა, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში მოსკოვის ქუჩებში კავკასიური ცეკვების შესრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდება, რადგან ის საზოგადოებას აღიზიანებს. ნავალნის თქმით კავკასიური ცეკვა მოსკოველებისთვის დაახლოებით ისევე გამაღიზიანებელია, როგორც გროზნოს ქუჩებში, რომ გოგონამ საცურაო კოსტუმით გაიაროს. ის რაც დაღესტენლებს ან ჩეჩნებს მოსწონთ, შეიძლება მოსკოველებს არ მოსწონდნენ. ამიტომ არსებობს სასამართლო, რომელიც კანონზე დაყრდნობით მიიღებს სუბიექტურ გადაწყვეტილებას, იქნება თუ არა კონკრეტული ცეკვის შემთხვევა ხულიგნობის ფაქტი.
ამ ბმულზე ინტერვიუს სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ





