მენინგის საქმე

აშშ-ის სამხედრო სასამართლომ ბრედლი მენინგს 35 წელი მიუსაჯა

www.telegraph.co.uk

აშშ სამხედრო სასამართლომ,  „ვიკილიკსისთვის“ასიათასობით საიდუმლო სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტის მიწოდებაში ეჭვმიტანილ რიგით ბრედლი მენინგს 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 სასამართლომ მენინგი 20 სხვადასხვა, მათ შორის ჯაშუშობის, მუხლით დამნაშავედ ცნო. პროკურატურა 60 წლიან პატიმრობას ითხოვდა, რათა ყველა პონტენციური ჯაშუშისთვის მენინგის საქმე გაკვეთილი ყოფილიყო.

 გასულ კვირას ბრედლიმ მენინგმა აშშ მოუბოდიშა თავისი საქციელი და მოულოდნელი შედეგი, რომელიც დოკუმენტების გადაცემამ გამოიწვია.

25 წლის მენინგმა 2010 წელს, ერაყში ყოფნისას, „ვიკილიკსს“ მიაწოდა ასიათასობით სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტი. მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დიპლომატიური მიმოწერა, ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციების შესახებ შეტყობინებები, ბრძოლის ველზე ჩაწერილი ვიდეომასალა. ამ მასალის უდიდესი ნაწილი „ვიკილიკსმა“ ინტერნეტში გამოაქვეყნა.

 

 

კომენტარები