მუშარაფის სასამართლო პროცესი

პაკისტანის პროკურატურა მუშარაფს ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობაში ადანაშაულებს

apmlpak.com

პაკისტანის სასამართლომ ყოფილი სამხედრო დიქტატორის პერვეზ მუშარაფის წინააღმდეგ საქმე დაიწყო, რომელიც ყოფილი პრემიერმინისტრის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობას ეხება.

მუშარაფის საქმე პაკისტანის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. ქვეყანა, რომელსაც დამოუკიდებლობის 66 წლის მანძილზე, ნახევარ შემთხვევაში სამხედროები მართავდნენ, არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ მაღალი ჩინის სამხედრო პირი დაესაჯოთ. პაკისტანის ახალი პრემიერმინისტრი ნავაზ შარიფი ცდილობს, ხელშეუხებელი სამხედროები სასამართლოს წინაშე წარდგნენ.

პერვეზ მუშარაფი უარყოფს ბრალდებებს და თავის მონაწილეობას ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობაში. ყოფილი დიქტატორის ადვოკატი ამ საქმეს ფაბრიკაციას უწოდებს.

ბენაზირ ბჰუტო 2007 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს, ის მომავალ არჩევნებში პერვეზ მუშარაფის უმთავრეს კონკურენტად ითვლებოდა. 

კომენტარები