დავით საგანელიძე: ყველაზე სწორი იქნება პირდაპირი საუბარი რუსეთთან

საქართველოს და რუსეთს ერთმანეთთან აქვს ისეთი დიდი ისტორიული, კულტურული, სამეცნიერო, ეკონომიკური, პოლიტიკური ურთიერთობის ისტორია, რომ არა მგონია, სასაუბროდ რომელიმე სხვა ქვეყანა დაგვჭირდეს და ასეთ ბუფერებს უნდა ვეძებდეთ. ის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ბუფერის როლს, ბოლო პერიოდში, შვეიცარიის სახელმწიფო ასრულებდა, ძირითადად ურთიერთობების მედიატორი შვეიცარიის საელჩო იყო, იმის ბრალია, რომ ჩვენ და რუსეთს პოლიტიკური ნება, ცოდნა, უნარი არ გვეყო, რომ ურთიერთობის გზები მოგვეძებნა და ყველა ძაფი არ გადაგვეჭრა... ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი იარსებებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაზე სწორი იქნება პირდაპირი საუბარი რუსეთთან. ჩვენ ვართ მეზობლები და ვერავინ გეოგრაფიას ვერ გამოგვიცვლის

კომენტარები