ის, რა განცხადებაც კვირიკაშვილმა გააკეთა, მაფიქრებინებს ერთადერთ რამეს, რომ მთავრობა საბაბს ეძებდა, რომ არ შეხვედროდა დავით ბაქრაძეს. მე არ მესმის, რამდენად სწორია, რომ მინისტრები იბუტებოდნენ იმის გამო, რომ მათ მიმართ არის სამართლიანი კრიტიკა. ეს შეხვედრა არ გვინდოდა ჩვენთვის, ეს შეხვედრა გვჭირდებოდა იმისთვის, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით რეალური ნაბიჯი გადაგვედგა. ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ეკონომიკის მინისტრს ერთადერთი თემა აინტერესებს და ისევ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე და ქართუ ბანკის გაკოტრებაზე საუბრობს
ირმა ნადირაშვილი: არ მესმის, რამდენად სწორია, რომ მინისტრები იბუტებოდნენ
tbl.ge/qrt
დაკოპირდა

ინტერპრესნიუსთან საუბარში საპარლამენტო უმცირესობის წევრი გამოეხმაურა გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებას დავით ბაქრაძესთან შეხვედრის გაუქმების შესახებ.




