ალასანია:ვერანაირი განცხადება ჩვენს სწრაფვას ნატოსკენ წინ ვერ დაუდგება

ვიზიარებ პოზიციას, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველა მცდელობა, რომ მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზება, პირველ რიგში, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, ჩვენი კონფლიქტი ალბათ ძალიან მტკივნეულად კიდევ დიდხანს დარჩება ორ ქვეყანას შორის უდიდეს პრობლემად, ვიდრე რუსეთის ფედერაცია არ მივა დასკვნამდე, რომ მათ მოუწევთ აღიარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სარკოზისთან მიღწეული შეთანხმების ბოლომდე შესრულება, ვიდრე არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას საოკუპაციო ჯარები. თავდაცვის სამინისტრო ვაგრძელებთ განვითარებას, ნატოს სტანდარტებთან მიახლოებას, აქედან გამომდინარე, ვერანაირი განცხადება ჩვენს სწრაფვას და პრაქტიკულ დაახლოებას ნატოსთან და, საბოლოო ჯამში, გაწევრიანებას, წინ ვერ დაუდგება

თავდაცვის მინისტრი დმიტრი მედვედევის ინტერვიუს ეხმაურება.

კომენტარები