undefined

ღარიბაშვილი: რაფალიანცის საქმე წინა ხელისუფლებას უნდა გაეხსნა

ჩვენ სამინისტროში დავინიშნეთ 25 ოქტომბერს, დაახლოებით პირველ ნოემბერს შევუდექით საქმიანობას. მანამდე ერთი თვე ჯერ კიდევ წინა ხელისუფლება იყო და წინა ხელისუფლება ასრულებდა მოვალეობას. სწორედ ამ პერიოდში უნდა მომხდარიყო ამ დანაშაულის გახსნა. მაგრამ ეს არ მიხსნის ვალდებულებას, რომ ეს საქმე იქნას გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი, და ეს ასეც იქნება. უბრალოდ დროში გაიწელა, ვინაიდან გართულდა ამ საქმის გამოძიება, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ არ გავურბივართ, მათგან განსხვავებით, პასუხისმგებლობას და ვალდებულებას. პირიქით, მათ მიერ გაფუჭებულ საქმეებზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას

ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრმა კომენტარი თელავში ვიზიტისას, ჟურნალისტებთან გააკეთა.

კომენტარები