კრიმინალი

რომში სამართალდამცავებმა საქართველოს 37 მოქალაქე დააკავეს

mybt.budgettravel.com

იტალიის დედაქალაქში სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა საქართველოს 37 მოქალაქე დააკავეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის 3 ქალია. კრიმინალური დაჯგუფების წევრებს იტალიის მასშტაბით 50-ზე მეტი ბინის ძარცვა ედებათ ბრალად.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები საკეტებს ისეთი მეთოდით აღებდნენ, რომელიც კვალს არ ტოვებს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ე.წ. ატმიჩკები, რომლითაც საკეტების გატეხვა ხდებოდა, საქართველოში მზადდებოდა და იტალიაში იგზავნებოდა. ბინებიდან კრიმინალური დაჯგუფების წევრებს ძვირფასეულობა, კომპიუტერული ტექნიკა და ფული გაჰქონდათ.

იტალიური მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაციას, რომელიც იტალიურმა პოლიციამ ჩაატარა, წმინდა გიორგი ერქვა. აღნიშნული დაჯგუფების 14 წევრი სამართალდამცავებმა 2012 წელსაც დააკავეს. 

კომენტარები