საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: არავის ჯინაზე არაფერი უნდა გააჩერო, რადგან ამ დროს ქვეყანა ჩერდება

მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალური გვერდი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გლდანის პროფესიული გადამზადების კოლეჯი მოინახულა. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, კოლეჯი უკვე რამდენიმე თვეა არ მუშაობს. 

"მინდა მივმართო მთავრობას, რომ არავის ჯინაზე არაფერი უნდა გააჩერო, რადგან ამ დროს ქვეყანა ჩერდება და დაპაუზებულ მდგომარეობაშია. ეს განათლების სისტემა 12 ათას სტუდენტზეა გათვლილი. ძალიან ბევრი პროფესიონალი პედაგოგია. მათი უმეტესობა ხელფასებს იღებს, მაგრამ თუ არ იმუშავა, მხოლოდ ხელფასები საკმარისი არ არის. ეს 12 ათასი სტუდენტი მუდმივად რომ სწავლობდეს საქართველოში, ჩვენ რამდენიმე წელიწადში მივიღებთ ასობით ათას ადამიანს, ვისაც ექნება პროფესია. პრაქტიკულად, ამ სისტემაში არის სერიოზული პრობლემები. უმუშევრობამ მოიმატა 50 ათასი ადამიანით და ეს რიცხვი იზრდება. თუნდაც ეს კოლეჯი რომ არის გაჩერებული, არის უმუშევრობის ერთ-ერთი მიზეზი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კოლეჯის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის განცხადებით კი, შენობა უკანონოდ იყო აშენებული. 

"სტუდენტები, რომლებმაც აქ სწავლა გააგრძელეს, აღმოჩნდნენ მოტყუებულები, რადგან კოლეჯი არაავტორიზებული იყო. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმისთვის, რომ კოლეჯმა გააგრძელოს საქმიანობა, ამისთვის აუცილებელია ავტორიზაცია. სამწუხაროდ, კანონის ეს მოთხოვნა არ იყო დაცული. შენობა უკანონოდ აშენდა, რადგან მიწა ეკუთვნის სხვა ორგანიზაციას. ჩემი ინფორმაციით, ეს ორგანიზაცია არის ვისოლი. შენობა აშენდა, დაიხარჯა დიდი თანხა და, სამწუხაროდ, ისე გამოჩნდა, რომ ეს იყო არჩევნებისთვის განსაზღვრული მორიგი პიარაქცია", - აცხადებენ კოლეჯში.

კომენტარები