საპარლამენტო უმრავლესობა

პრემიერი: წინასარჩევნო კამპანია აგრესიის გარეშე წარიმართება

Bidzina Ivanishvili
Official FB Page

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ურეკის კულტურის სახლში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისზე, საპარლამენტო უმცირესობასთან ურთიერთობის ფორმებსა და განათლების მინისტრის კანდიდატურაზე ისაუბრეს.

როგორც ივანიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, წინასაარჩევნო კამპანია ”აგრესიიის გარეშე წარიმართება”.

"ასეთი ტიპის შეხვედრებს რეგულარულად ვმართავთ, რომელზეც ქვეყანაში არსებულ ვითარებას განვიხილავთ. დღეს საუბრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნები იყო, როგორ უნდა წარიმართოს საპრეზიდენტო კამპანია  ყველა კანდიდატს ექნება კამპანიის წარმოების თანაბარი შესაძლებლობა და არ მოხდება ისე, როგორც წინა წლებში იყო. სუფთა წინასაარჩევნო კამპანია წარიმართება", - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება განათლების მინისტრის შემცვლელს, გიორგი მარგველაშვილი მას კვირის დასაწყისში წარადგენს. მარგველაშვილი განათლების მინისტრის პოსტს მომავალი კვირიდან დატოვებს და აქტიურ საარჩევნო კამპანიას დაიწყებს. 

პრემიერმინისტრმა მმართველ გუნდს მოუწოდა, ოპოზიციასთან და სასამართლოსთან მიმართებაში მეტად კორექტულები იყვნენ. მისი თქმით, უმრავლესობასაც და უმცირესობასაც ერთი ქვეყანა აქვს და ”ენერგია ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებს უნდა მოხმარდეს”. 

”ვთხოვე უმრავლესობას, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი უხეში გამონათქვამებისაგან ოპოზიციასთან დაკავშირებით. როგორმე უნდა მოვახერხოთ და ჩაცხრეს ეს მუხტი, რომელიც ხელჩართული ბრძოლას ჰგავს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის.  ნუ გვავიწყდება რომ ერთი ქვეყანა გვაქვს უმრავლესობასაც და უმცირესობასაც, უნდა მოვახერხოთ ჩვნი ენერგია ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაში გადავიტანოთ. ასევე ვითხოვე, რომ მაქსიმალურად კორექტულები იყვნენ სასამართლოსთან დაკავშირებით” , - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

კომენტარები