გუნავას საქმე

გუნავას გლდანის ციხის საქმის ფიგურანტებზე უფრო მკაცრის სასჯელი შეეფარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი დამნაშავედ ცნეს ბრალდების სამი ეპიზოდიდან ორში - ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში. სასამართლომ თენგიზ გუნავა უდანაშაულოდ ცნო ბრალდების მესამე ეპიზოდში ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შესახებ, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსობის პერიოდში მძღოლის დაჭრის ბრალდებას გულისხმობს.ბრალდების ორ ეპიზოდში, რომელშიც იგი დამნაშავედ ცნეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გუნავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ამნისტიის საფუძველზე ეს სასჯელი 4 წლამდე შემცირდება. ამასთანავე, თენგიზ გუნავას სასჯელის მოხდიდან წელიწადის და ექვსი თქვის განმავლობაში თანამდებობების დაკავების უფლება ჩამოერთვა.

შედარებისთვის, გლდანის #8 საპყრობილეში, პატიმრების წამების საქმის ფიგურანტებს 9 თვიდან 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. რაც შეეხება თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვას, ამ პირებს დაახლოებით წელიწადნახევრამდე (მათ ნაწილს 6 თვით, დანარჩენებს კი ერთი წლითა და ექვსი თქვით) აეკრძალათ თანამდებობის დაკავება.
 



კომენტარები