მე ვნახე ვებგვერდზე ისეთი საიტები, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი აჭარელი, არა აქვს ამას მნიშვნელობა, "ქართული ოცნება" იქნება თუ "დემოკრატიული მოძრაობა" რომ გააჩერო, წესით უნდა თქვას, რომ მისთვის არის მიუღებელი. როდესაც რეკლამირება კეთდებოდა წინა ხელისუფლების მხრიდან აჭარის და ბათუმის, როგორც გეი-ტურიზმის მხრიდან საუკეთესო ადგილის. ეს არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე. ამას ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ შემთხვევაში. ჩვენ არავის თავს არ ვუტეხავთ, არავის უფლებებს არ ვულახავთ, ვისაც რა უნდა ის ქნას და ის გააკეთოს თავის სახლში და თავის ოთახში, მაგრამ ჩვენს შვილებს ნუ მოახვევენ თავს ისეთ ფასეულობებს, რომელიც არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი და აბსოლუტურად უცხო
ბურჯანაძე: რეკლამირება კეთდებოდა აჭარის, როგორც გეი-ტურიზმის ადგილის
tbl.ge/wg2
დაკოპირდა

პრეზიდენტობის კანდიდატის კომენტარს ნეტგაზეთი ავრცელებს.




