მამუკა მიქაუტაძის საქმე

ღარიბაშვილი: მიქაუტაძის საქმეზე კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებდი

ირაკლი ღარიბაშვილის Facebook

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მამუკა მიქაუტაძის საქმესთან დაკავშირებით დღეს, 9 ივლისს, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ეს მართლაც დიდი ტრაგედიაა. მე დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებდი, არ ვიჩქარებდი, მინდა დაველოდო გამოძიების შედეგებს, ასევე იცით, რომ ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის. ასე რომ, მე არ ვიჩქარებდი განსხვავებით სხვა ადამიანებისგან და კომენტარს გავაკეთებთ გამოძიების დასრულების მერე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

36 წლის მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. 8 ივლისს 5 საათის განმავლობაში სამართალდამცავები სახლში კითხავდნენ მიქაუტაძის მეუღლეს. ოჯახი აცხადებს, რომ  გარდაცვლილს 6 ივლისს პოლიციის განყოფილებაში მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის მოთხოვნით სასტიკად სცემეს და სწორედ ამან გადააწყვეტინა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.

კომენტარები