გარემოს დაცვის სამინისტრო

ბიძინა გიორგობიანი კვლავ სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა

facebook.com/MOEgeorgia

სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბიძინა გიორგობიანი ძველ თანამდებობას დაუბრუნდა.

დღეს, 26 მაისს, გარემოს დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზიდან ირკვევა, რომ ბიძინა გიორგობიანი მუშობას უკვე შეუდგა. მან გარემოს დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ნინო შარაშიძესთან ერთად ბორჯომის რაიონში მავნებელი-მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების მიმდინარეობა ადგილზე შეამოწმა.

გარემოს დაცვის სამინისტროს პრესამსახურის წარმომადგენელმა პირველ რადიოს განუმარტა, რომ ბიძინა გიორგობიანმა ღია კონკურსში მიიღო მონაწილეობა და "კომპეტენტურმა კომისიამ მის კანდიდატურას დაუჭირა მხარი".

შეგახსენებთ, რომ ბიძინა გიორგობიანი 2007 წელს თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაუსწრებლად გასამართლდა და 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. იმ პერიოდში გიორგობიანი უკვე მიმალვაში იყო. მან საქართველო 2005 წლის გაზაფხულში დატოვა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალჩინოსნები ცხინვალის რეგიონიდან ხე-ტყით უკანონო ვაჭრობაში დაადანაშაულა. იგი ინტერპოლით იძებნებოდა. ამნისტიის შესახებ 2012 წლის დეკემბერში მიღებული კანონით გიორგობიანი პოლიტიკურ დევნილად გამოცხადდა. 8-წლიანი მიმალვის შემდეგ სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი საქართველოში 2013 წლის თებერვალში დაბრუნდა და მის წინააღმდეგ მოქმედ მთავარ პირებად დათა ახალაია, ვანო მერაბიშვილ, ამირან მესხელი და გივი თარგამაძე დაასახელა.   

კომენტარები