ვანო მერაბიშვილის საქმე

ადვოკატი: გირგვლიანის საქმეზე ბრალდების მთავარი მოწმე ნინო ბურჯანაძეა

Nino Burjanadze

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე ნინო ბურჯანაძეა. 

"ის, რომ ბურჯანაძე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, ბრალდების ფორმულირებიდან ამოვიკითხე. ნინო ბურჯანაძე, რომელიც გირგვლიანის მკვლელობის პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ჩვენებაში ამტკიცებს, რომ ვანო მერაბიშვილმა მასთან საუბარში რამდენჯერმე განაცხადა იმის შესახებ, რომ გირგვლიანის მკვლელის ვინაობა მისთვის ცნობილი იყო", - განაცხადა ჩივიაშვილმა. 

მისი ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ ბურჯანაძე მის წინააღმდეგ განწყობილი ადამიანია და მის მიერ მიცემული ჩვენება სანდო და სარწმუნო ვერ იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელიც სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებებს ეხება. პროკურატურის განცხადებით, წინა წლის ბოლოს დაიწყო გამოძიება, რომელიც 2006 წელს წარმოებული გამოძიების სრულიად საპირისპირო სურათს გვაძლევს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და დამნაშავეების შესახებ არსებული მონაცემებისა და ინფორმაციის დაფარვა-შეცვლის გამო, მერაბიშვილს ახალი ბრალი დღეს წარედგინა. 

კომენტარები