უმაღლესი განათლება

ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სავარაუდოდ თბილისში გადმოიტანენ

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
www.facebook.com/SaakashviliMikheil

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თბილისში გადმოტანის შესახებ, დღეს, 24 ივნისს, პრეზიდენტობის კანდიდატმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ბათუმის უნივერისიტეტი იყო სააკაშვილის ერთ-ერთი იდეა, რომელსაც არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნდა. ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან შევთანხმდებით ამ უნივერსიტეტის მომავალთან დაკავშირებულ დეტალებზე და, სავარაუდოდ, უნივერსიტეტი თბილისში გადმოვა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, ამერიკელი პარტნიორებიც პრეზიდენტის ამ წამოწყებას არარეალისტურს უწოდებენ:

"ეშმაკის ბორბალზე უნივერს
ტეტი, ვფიქრობ, შეიძლება იყოს პოლიტიკური განცხადება, განსაკუთრებით ასეთი პრეზიდენტის მხრიდან. მაგრამ, რეალურად, ამერიკელი პარტნიორებიც და ჩვენც მივიჩნევთ, რომ ეს არარეალისტური იყო", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

კომენტარები