საფრანგეთის ღია პირველობა

ნადალმა საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო

რაფაელ ნადალი
reuters.com

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა სეზონში მეორე დიდი სლემის ტურნირის მოგება მოახერხა და ეს საფრანგეთის ღია პირველობა გახდა. გადამწყვეტ მატჩში ნადალმა სამ სეტში - ანგარიშით 6:3, 6:2, 6:3 დაამარცხა თანამემამულე დავიდ ფერერი. საგულისხმოა, რომ ფინალამდე ფერერს არცერთი სეტი არ ჰქონდა წაგებული.

ეს ნადალისთვის მერვე გამარჯვებაა როლან გაროსის კორტებზე და მეთორმეტე დიდი სლემის ტურნირებზე. საფრანგეთში მან გამარჯვება აქამდე 2005, 2006, 2007, 2008, 2010, 2011 და 2012 წელს მოახერხა. ერთ ტურნირზე მოგებების რაოდენობით, დიდი სლემის ტურნირზე, ნადალმა როჯერ ფედერერი ჩამოიტოვა, რომელიც უიმბლდონის გამარჯვებული შვიდჯერ გახდა.

დავიდ ფერერისთვის, ფრანგული ფინალი კარიერის საუკეთესო მიღწევა გახდა.

ურთიერთშეხვედრებში ფერერის ჩამორჩენა ნადალთან ახლა უფრო შთამბეჭდავი გახდა - 20:4.

კომენტარები