პარიზში ახალგაზრდა მემარცხენე აქტივისტს თავს, სავარაუდოდ, სკინჰედები დაესხნენ.
18 წლის კლემენტ მერი კომაშია და ექიმების განცხადებით, ამ მდგომარეობიდან ვეღარ გამოვა.
მერი, რომელიც პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტია, მეგობართან ერთად ქალაქის ცენტრში საყიდლებზე იყო, როდესაც თავს რამდენიმე კაცი დაესხა და თავში ე.წ. კასტეტი ჩაარტყა.
დამნაშავეებს ჯერ ვერ მიაკვლიეს, თუმცა გამომძიებლებს ეჭვი რადიკალ-მემარჯვენე დაჯგუფებაზე აქვთ. მემარცხენე აქტივისტები თავდასხმას რევოლუციონერ ნაციონალისტთა დაჯგუფებას აბრალებენ, თუმცა ეს უკანასკნელი მომხდარში მონაწილეობას უარყოფს.
მთავარმა მემარჯვენე პარტიამ, ნაციონალურმა ფრონტმა, ინციდენტს შემაძრწუნებელი უწოდა. მომხდარი დაგმო საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.





