ფინანსთა სამინისტრო

ებრალიძე: ნოდარ ხადური ჩემი გადადგომის შესახებ განცხადებას არ აკმაყოფილებს

mof.ge

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დავით ებრალიძე აცხადებს, რომ ნოდარ ხადური მის განცხადებას გადადგომასთან დაკავშირებით არ აკმაყოფილებს. ამის შესახებ ებრალიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა.

მისივე თქმით, გადადგომის შესახებ განცხადება უკვე მინისტრის კაბინეტშია.

დავით ებრალიძემ გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება, დღეს, სოციალურ ქსელ ფეისბუქის გვერდზე განათავსა. 

"ფინანსთა მინისტრის მოადგილეობას დავთანხმდი პირველ რიგში სწორედ იმიტომ, რომ დავების საბჭოს ახალ პრინციპებზე რეფორმირება მომეხდინა. რამდენადაც სამინისტრომ გუშინ საბოლოოდ არ მიიღო აღნიშნული პრინციპები, ჩემი თანამდებობაზე დარჩენა თანამდებობრივი კეთილდღეობის გახანგრძლივება იქნება მხოლოდ, რაზეც უარს ვამბობ. გადადგომაზე განცხადება დავწერე", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები