პირადად მე ვარ დაინტერესებული იმაში, რომ გამოძიებული იქნას 26 მაისს პოლიციელის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფაქტები, იმიტომ, რომ პოლიციელის ტრაგედია ასევე დადგმული იქნა შსს მიერ და გამოყენებული იქნა პოლიტიკური მოტივაციით.
პროკურატურაში ვიყავი, ძალიან დეტალური ინფორმაცია მივაწოდე 26 მაისთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, ამ ინფორმაციის დიდი წვლილია იმაში, რომ დღეს ვანო მერაბიშვილს დაუმძიმდა ბრალი და გპირდებით, რომ ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებს ჩემი და სხვა ობიექტური ადამიანების ჩვენების საფუძველზე აუცილებლად წაეყენებათ სხვა ბრალი და ძალიან დიდი ხნით აღმოჩნდებიან ციხეში





