შსს–ს ცნობით, კახეთში სამსახურებრივი გულგრილობისა და თაღლითობის ფაქტზე ბრალი წაუყენეს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარეს, ელდარ გიგიტელაშვილს და მის წევრებს: დალი კევლიშვილსა და ფირან რინკიაშვილს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ "თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ერთმა წევრმა არაჯეროვნად შეასრულა მათზე დაკისრებული მოვალეობა: ელდარ გ–მ და დალი კ–მ, გადამოწმების გარეშე ხელი მოაწერეს ჯგუფის მეორე წევრის - ფირანი რ–ს მიერ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ 2012 წლის 17 დეკემბერს თაღლითურად შედგენილ აქტს".
ელდარ გიგიტელაშვილისა და დალი კევლიშვილის მიმართ გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს, ხოლო ფირან რინკიაშვილის მიმართ - თაღლითობის ფაქტზე.





