დაკავება

გიგა ბოკერია: სიტუაცია ძალიან სახიფათოა

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

"სიტუაცია ძალიან სახიფათოა. დღეს ჩვენ საქართველოში ვსაუბრობთ ძალადობის, ეკონომიკური ვარდნის და პოლიტიკური დევნის ფონზე", - აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას ეხმაურება.

"იმის ნაცვლად, რომ პრემიერმინისტრი და მთავრობა ფოკუსირებული იყოს მოძალადეების დასჯაზე, ქაოსის აღკვეთაზე, იმ სამარცხვინო ძალადობაზე, რაც ვიხილეთ, ეკონომიკის და უმუშევრობის დაძლევაზე, მათი მთავარი ობსესია, პირველ რიგში, პრემიერმინისტრის, მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტების განადგურება, ოპოზიციის ლიდერების დაკავებაა", - ამბობობს გიგა ბოკერია.

მისივე თქმით, პრემიერმინისტრს არაერთხელ უთქვამს საჯაროდ, რომ დაკავებები გაგრძელდება და გააქტიურდება, თუ ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერები გააგრძელებენ მთავრობის კრიტიკას, რაც ოპოზიციის ნორმალური და ლეგიტიმური საქმეა.

"მე მჯერა, რომ ქართული საზოგადოება არ დაუშვებს იმ ამოცანის შესრულებას, რაც აქვს ჩვენს ახალ მთავრობას - მისი კრიტიკოსების განადგურება, მაგრამ სიტუაცია ძალიან სახიფათოა", - აცხადებს გიგა ბოკერია.

კომენტარები