დაკავება

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, ამჟამად კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების #1 იზოლატორში გადაიყვანეს.
როგორც ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისთვის ბრალის წარდგენა დღეს ან ხვალ მოხდება.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა. აღნიშნული პროცესის პარალელურად, მათ სახლებთან იკრიბებიან მეგობრები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრები.
შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავების შესახებ ქუთაისის სამხარეო პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

კომენტარები