ბაღდადის შიიტურ დასახლებაში და ჩრდილოეთ ერაყში რამდენიმე აფეთქება განხორციელდა, რის შედეგადაც 35 ადამიანი გარდაიცვალა და ათეულობით დაიჭრა. აფეთქებას წინ უძღვოდა რამდენიმეკვირიანი ძალადობა ისლამისტი მეამბოხე დაჯგუფებების მხრიდან, რომლებიც ერაყში რელიგიურ ნიადაგზე კონფრონტაციების გაღვივებას ცდილობენ. ბაღდადის შიიტურ უბანში, ავტომანქანაში დამონტაჟებულმა ბომბმა 22 ადამიანი იმსხვერპლა და რამდენიმე ათეულობით დაჭრა. მსგავსი ტერორისტული აქტები განხორციელდა სხვა რამდენიმე ქალაქსა და დასახლებაში. აფეთქებების შედეგად, მსხვერპლთან ერთად, დაზიანდა შენობები და ავტომანქანები. დაპირისპირება სუნიტურ უმცირესობასა და შიიტებს შორის, რომლებიც ერაყს მართავენ, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 2011 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ერაყი დატოვეს. მდგომარეობას ასევე ართულებს მეზობელ სირიაში მიმდინარე კონფლიქტი. ამერიკის ერაყიდან გამოსვლის კვალდაკვალ, ხელისუფლების განაწილების გარშემო, ერაყის კოალიციური მთავრობის შიიტ, სუნიტ და ეთნიკურად ქურთ პოლიტიკურ ბლოკებს შორის დავა წარმოიშვა.

ერაყი
/ Reuters
tbl.ge/y72
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ერაყში შიიტების პოლიტიკური ჯგუფების დაპირისპირებას 20 ადამიანი ემსხვერპლა
- ბაღდადში მწვანე ზონის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს
- ერაყში აშშ-ს საბრძოლო მისია დასრულდა, მაგრამ ქვეყანაში 2 500 ამერიკელი სამხედრო დარჩება
- ერაყის პრემიერმინისტრის რეზიდენციაზე დრონით თავდასხმა მოხდა
- ერაყში 2019 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები იმართება