კალაძე აზერბაიჯანული გაზის ალტერნატივად რუსულს განიხილავს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსული გაზის მისაღებად აქტიურ მუშაობას იწყებს. როგორც თვითონ განმარტავს, გაზმომარაგება მხოლოდ აზერბაიჯანზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ქართული ოცნების მხარდამჭერების აზრით, რუსეთიდან გაზის შემოტანა საქართველოსთვის მოგებიანი იქნება. ექსპერტების გათვლებით, რუსული გაზი აზერბაიჯანულზე იაფი ვერ ეღირება. პრეზიდენტის შეფასებით, ბუნებრივი აირის საკითხში რუსეთის სერიოზულ ალტერნატივად განხილვა საქართველოს დამოუკიდებელი კურსის ფუნდამენტური გადახედვაა.

კომენტარები