შსს

ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს

ჟურნალ ლიბერალის ერთ-ერთი რედაქტორი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი ირაკლი აბსანძე სამართალდამცავებმა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტს ადასტურებს.

დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადატანას გულისხმობს, თუმცა შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შესაძლოა, ბრალი გადაკვალიფიცირდეს.

შსს-ში დამატებითი დეტალების გასაჯაროებაზე ჯერჯერობით უარს ამბობენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ირაკლი აბსანძეს მეგობარმა საფრანგეთიდან ამანათი გამოუგზავნა, რომელშიც მარიხუანა აღმოჩნდა. სააგენტოსვე ინფორმაციით, მას ამანათში ნარკოტიკის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

 

კომენტარები