ელიტური კორუფცია

გიორგი კანდელაკი ელიტური კორუფციის ფაქტზე საუბრობს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი კანდელაკი ხელისუფლებაში არსებულ ელიტური კორუფციაზე საუბრობს. კანდელაკმა ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომისტეტის თავმჯდომარესთან, ირინა იმერლიშვილთან დაკავშირებულ ფაქტზე ისაუბრა. კანდელაკის ინფორმაციით, იმერლიშვილის მეუღლე შალვა ბებოშვილი შპს "ფუდ ლაინ ჯორჯიას" დირექტორად დაინიშნა და 32 მილიონიანი სახელმწიფო ტენდერი მოიგო.

 "ტენდერი თავდაცვის სამინისტროს საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას ეხება. აქ მხოლოდ ერთ ლოტზე, თბილისზეა საუბარი და მისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ იგივე კომპანია ცდილობს კახეთის ლოტზე გამარჯვებული ფირმა ჩამოაშოროს კონტრაქტს. ეს არის ელიტური კორუფციის სერიოზული ნიშნების შემცველი ფაქტი და ამ ფაქტს პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებამ," - განაცხადაკანდელაკმა.

კანდელაკის ბრალდებას ირმა იმერლიშვილმა უპასუხა. პარლამენტარმა დაადასტურა თავისი ქმრის ტენდერში გამარჯვება და განაცხადა, რომ მისი მეუღლე წარმატებული მენეჯერია და სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო დაწესებულებებში, მათ შორის შემოსავლების სამსახურში აქციზური სამსახურის უფროსად და თბილისის მერიაში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად. 

კომენტარები