საქართველო-ისრაელის ურთიერთობა

დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს ისრაელში ვიზა აღარ დასჭირდებათ

დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ისრაელში გასამგზავრებლად ვიზა აღარ დასჭირდებათ. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი დღეს, 17 აპრილს საქართველოსა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზეევ ელკინმა მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს განცხადებით, ისრაელსა და საქართველოს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეები ორმხრივ ურთიერთობას, რეგიონალური და  სტრატეგიულ საკითხებს განიხილავდნენ. კონსულტაციები მომავალი თვის დასაწყისში თბილისში გაგრძელდება.  

 

კომენტარები