მიხეილ სააკაშვილი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით პრემიერ ივანიშვილთან საუბრის დეტალებს იხსენებს. პრეზიდენტმა გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა:
"სამწუხაროდ, ჩემი პირველი შეხვედრა მასთან, როცა ეს ვუთხარი, მან თქვა, რა მნიშვნელობა აქვს, აღიარებენ თუ არაო. ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასე მითხრა, მაგრამ მე ამას მის გამოუცდელობას მივაწერ. ნამდვილად არ მიმაჩნია, მას ასეთი ბოროტი განზრახვა ჰქონდეს, შეუძლებელია ეს დავიჯერო", - აღნიშნა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, აღნიშნული განცხადება მან პრემიერის გამოუცდელობას მიაწერა.





