თბილისის მერია

თბილისის მერიამ, 19 აპრილის აქციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შსს-ს შეთავაზება მიიღო

თბილისის მერია, 19 აპრილის აქციისთვის საკოორიდანციო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით,  შსს-ს შეთავაზებას პასუხობს. დედაქალაქის  მერია მზად არის, 19 აპრილს თბილისში დაგეგმილი შეკრების უსაფრთხოების მიზნით, საკოორდინაციო ჯგუფის შექმნისთვის, უსფლებამოსილი წარმომადგენელი გამოყოს.

ამასთან დაკავშირებით, მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გამოქვეყნდა:

"შსს-მ თბილისის მერიას მომართა განცხადებით, 19 აპრილს თბილისში პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი შეკრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შექმნილიყო საკოორდინაციო ჯგუფი. მოქმედი კანონმდებლობით შეკრების ჩატარებისას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და შესაძლო სამართალდარღვევების პრევენცია შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა. ამასთან, თბილისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს ხელი შეუწყოს სამინისტროს მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაში", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ის უსაფ­რთხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლი­სის მერს გი­გი უგუ­ლა­ვას და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ჯგუ­ფის შექ­მნა შესთა­ვა­ზა.

 

კომენტარები